Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები 3 მაისს აღარ გაიფიცებიან


თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა ერთი თვით გადადეს გაფიცვა, რომელიც 3 მაისიდან უნდა დაწყებულიყო. მეტროს თანამშრომელთა დამოუკიდებელი პროფკავშირების, „ერთობა 2013“-ის წარმომადგენელთა განცხადებით, შეთანხმების მისაღწევად თბილისის მერიას და სატრანსპორტო კომპანიას მისცეს 30 დღიანი ვადა. მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ნაწილი მძიმე სამუშაოს გამო მოითხოვს საათობრივი ანაზღაურების 7-დან 10 ლარამდე გაზრდას. თბილისის მერიის ინფორმაციით, მემანქანეთა შრომის ანაზღაურება 1400 ლარამდეა და მუნიციპალიტეტს არ გააჩნია მათთვის ხელფასის გაზრდის რესურსი. „ერთობა 2013“-ის წარმომადგენელთა ინფორმაციით, თუ ერთ თვეში მერიასა და სატრანსპორტო კომპანიასთან ვერ შეთანხმდებიან, მემანქანეები გაფიცვას დაიწყებენ.

XS
SM
MD
LG