Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიმშილობა დაიწყო ბათუმის პორტის რამდენიმე თანამშრომელმა


ბათუმის პორტი
ბათუმის პორტი

ბათუმის საზღვაო პორტის თანამშრომლებმა დაიწყეს შიმშილობის აქცია. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციაში 6 ადამიანი მონაწილეობს. პროტესტის მიზეზია საზღვაო ნავსადგურში დაწყებული რეორგანიზაცია, რომლის გამოც, რამდენიმე ხნის წინ სამსახურიდან დაითხოვეს საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლები. აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ უსამსახუროდ დარჩენა ემუქრება არასაპენსიო ასაკის თანამშრომლებსაც. თავის მხრივ, ბათუმის პორტის ადმინისტრაცია რეორგანიზაციას გარდაუვალს უწოდებს და თანამშრომლებს პირობებზე მოლაპარაკებას სთავაზობს. ბათუმის საზღვაო ნავსადგურს მართავს ბათუმის ნავთობტერმინალი, რომლის მფლობელი 2008 წელს გახდა ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, „ყაზმუნაიგაზ“-ის შვილობილი კომპანია „ყაზტრანსოილი.“

XS
SM
MD
LG