Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა


აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სტივენ მნუჩინი
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სტივენ მნუჩინი

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთს დაუწესა სანქციები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის და კიბერთავდასხმების გამო. სანქციები ეხება 19 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ევგენი პრიგოჟინს და „ტროლების ფაბრიკის“ სახელით ცნობილ ორგანიზაციას, „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს.“ აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის განცხადებით, სანქციების საფუძველია რუსეთის მტრული კიბერაქტივობა, მათ შორის არჩევნებში ჩარევის მცდელობა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული კიბერთავდასხმები. მნუჩინის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აპირებს სანქციების დაწესებას რუსი მაღალჩინოსნების და ოლიგარქების წინააღმდეგაც.

XS
SM
MD
LG