Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ამ კვირაში ელოდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს უახლოეს ხანში გადმოასვენებენ. „ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება“ - განაცხადა 6 მარტს, მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, მალე მოხდება თავის სახლებში ორი თანამოქალაქის, ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მყოფი ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის დაბრუნება.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG