Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული საქართველოს ორი მოქალაქე ახალგორში რჩება


ოკუპირებული ტერიტორიის სასაზღვრო ბლოკპოსტი ერგნეთში
ოკუპირებული ტერიტორიის სასაზღვრო ბლოკპოსტი ერგნეთში

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულ საქართველოს მოქალაქეებს: ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ჩამორთმეული აქვთ ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო სპეციალური საშვები. ამის გამო, ისინი ვერ ახერხებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაბრუნებას. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ნათესავებზე დაყრდნობით, აგრეთვე გვატყობინებს, რომ 23 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილის მამამ სცადა ცხინვალში შესვლა შვილის ცხედრის გადმოსასვენებლად, თუმცა, მას ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლაზე უარი უთხრეს და არაფერი უთქვამთ შვილის ცხედრის გადმოცემის დროზე.

XS
SM
MD
LG