Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის დაკავებამდე მომხდარ ფაქტებზე საუბრობს


ახალგორი
ახალგორი

ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას 23 თებერვალს აცნობა წყარომ ოკუპირებული ახალგორიდან. წყაროს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი უპრობლემოდ კვეთდა ახალგორთან არსებულ ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს. რაც შეეხება დე ფაქტო უშიშროების კიმიტეტის განცხადებას, რომ არჩილ ტატუნაშვილი ეჭვმიტანილი იყო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასა და ოსების გენოციდთან კავშირში, რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დროს სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა. წყაროს ცნობითვე, ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილის და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 1983 წელს იყო დაბადებული.

XS
SM
MD
LG