"კავკასიის ბარომეტრი 2017"-ის თანახმად:
- მომავლისადმი იმედიანად განწყობილი რესპონდენტები უფრო მეტად ემხრობიან საქართველოს გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში.
- რესპონდენტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მთავრობა დაქირავებულია ხალხის მიერ და ხალხი მის საქმიანობას უნდა აკონტროლებდეს, უფრო მეტად ემხრობიან საქართველოს გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში.
- რესპონდენტები, რომლებიც თვლიან, რომ მთავრობამ უნდა იზრუნოს ადამიანებზე, როგორც შვილებზე, მეტად ემხრობიან ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას.