Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი და ირანი გმობენ დამოუკიდებელი ქურთისტანის რეფერენდუმს ერაყში


მოჰამედ ჰუსეინ ბაღერი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი
მოჰამედ ჰუსეინ ბაღერი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთი და ირანი მკაცრად ეწინააღმდეგებიან დამოუკიდებელი ქურთისტანის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას, რომელიც მათ მეზობელ ერაყში მომავალ თვეშია დაგეგმილი. ამის შესახებ თურქეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ირანის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა განაცხადა. „ასეთი ვიზიტის საჭიროება განპირობებულია სასაზღვრო უსაფრთხოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებით“, - განუცხადა ირანულ მედიას გენერალმა მოჰამედ ჰუსეინ ბაღერიმ თურქეთში გამგზავრების წინ. თურქეთის მედიის ცნობით, ეს არის ირანელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტი 1979 წლის, ირანის ისლამური რევოლუციის შედეგ. ირანის არმიის გენერალური შტაბის უფროსი ანკარაში მიიღო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა. მოლაპარაკებების შემდეგ გენერალმა ბაღერიმ განაცხადა, რომ ირანი და თურქეთი თანხმდებიან, რომ ქურთისტანის დამოუკიდებლობის თაობაზე დაგეგმილი რეფერენდუმი ერაყში მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ქურთები ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს შეადგენენ ირანში, ერაყში, სირიასა და თურქეთში, სადაც ქურთების ცალკეული დაჯგუფებები ზოგჯერ ძალადობრივი მეთოდებით ცდილობენ ავტონომიის მოპოვებას.

XS
SM
MD
LG