ავღანეთის ხელისუფლების ცნობით სულ მცირე 20 კაცი დაიღუპა ქალაქ ჰერათში მდებარე შიიტურ მეჩეთზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და აფეთქების შედეგად. ავღანეთის ადგილობრივი მედიისა და უსაფრთხოების უწყებს წარმომადგენელთა ცნობით იერიში ჯავადიას მეჩეთზე ორმა თავდამსხმელმა განახორციელა. პირველმა ასაფეთქებლით მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა მეჩეთის შესასვლელთან, მეორე შეირაღებულმა პირმა სალოცავში მყოფ ადამიანებს გაუხსნა ცეცხლი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას ჯერ არ აუღია. შიიტები ავღანეთში მცხოვრებ უმცირესობას განეკუთვნებიან და მათ ხშირად ესხმიან თავს, როგორც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს, ისე თალიბანის რაზმები.
ყველაზე პოპულარული
1