Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა ვენესუელის პრეზიდენტს


ნიკოლას მადურო
ნიკოლას მადურო

აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს - მას უწოდა „დიქტატორი“, რომელიც საფრთხეს უქმნის თავისი ქვეყნის დემოკრატიას. სანქციებზე ვაშინგტონის 31 ივლისის განცხადება ერთ დღეში მოჰყვა ვენესუელაში საკონსტიტუციო ასამბლეის ასარჩევად გამართულ კენჭისყრას. ოპოზიცია შიშობს, რომ ასამბლეის მეშვეობით მადურო ცდილობს დაასუსტოს პარლამენტი, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, გადადოს მომავალი არჩევნები და შეცვალოს საარჩევნო კანონები პრეზიდენტის ძალაუფლების კონსოლიდაციისათვის. ვენესუელაში 30 ივლისის არჩევნები ხმაურიანი საპროტესტო აქციებისა და ძალადობის ფონზე გაიმართა, დაიღუპა, სულ ცოტა, 10 ადამიანი. მადუროს მიმართ სანქციები, რომელთა შესახებაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, ითვალისწინებს აშშ-ში მისი აქტივების გაყინვას და აშშ-ის მოქალაქეებისათვის მადუროსთან საქმიანი ურთიერთობის აკრძალვას.

XS
SM
MD
LG