Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლები პატრიარქს სთხოვენ დირექტორად დატოვოს მიტროპოლიტი პეტრე ცაავა


საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ თანამშრომლები პატრიარქ ილია მეორეს მიმართავენ თხოვნით, დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს მიტროპოლიტი პეტრე ცაავა. „გამოვთქვამთ უდიდესს პატივისცემასა და მადლიერებას მიტროპოლიტ პეტრესადმი, რომელიც 8 წლის განმავლობაში ღირსეულად მართავდა ტელევიზიას. ... უმორჩილესად ვთხოვთ პატრიარქს გაითვალისწინოს თანამშრომლების სურვილი და ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს მეუფე პეტრე ცაავა" - ნათქვამია თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში. მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ 9 მარტს სინოდის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას აქტიურობის გამო უსაყვედურეს და ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. "გამათავისუფლეს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. ჩემი რეაქცია არის ძალიან მშვიდი. როგორც სულ ვამბობდი, მირჩევნია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

XS
SM
MD
LG