Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის არმიამ აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის მხარდაჭერით დაიწყო ახალი იერიში მოსულის დასავლეთ რაიონებზე


ერაყის არმიამ აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის მხარდაჭერით დაიწყო ახალი იერიში ქალაქ მოსულის დასავლეთ რაიონების წინააღმდეგ, რომლებიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხელშია. არმიის ხელმძღვანელობის ცნობით, სამხედროები ცდილობენ გარღვევა მოახერხონ ძველი ქალაქის ცენტრამდე, სადაც პროვინციის ხელისუფლების ორგანოებია განლაგებული. მოსულზე მთავრობის კონტროლის აღდგენისკენ მიმართული ოპერაცია შარშან ოქტომბრიდან მიმდინარეობს. ერაყის სამხედროებმა მოახერხეს ისლამისტების განდევნა ქალაქის აღმოსავლეთი რაიონებიდან და მოსულის აეროპორტიდან. 1 მარტს მთავრობის ჯარებმა ხელში ჩაიგდეს დასავლეთ მოსულიდან გამომავალი უკანასკნელი მსხვილი გზა.

XS
SM
MD
LG