საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს სასულიერო პირების შეხვედრა, რომელზეც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე მსჯელობენ. სამართალდამცავებმა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც გერმანიაში მიემგზავრებოდა. პროკურატურა მამალაძეს ადანაშაულებს ციანიდის გამოყენებით მკვლელობის მომზადებაში, თუმცა, გამოძიებას ამ დრომდე არ უთქვამს, კონკრეტულად ვისი მკვლელობა იგეგმებოდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალდებას უარყოფს. 17 თებერვალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრში.
საპატრიარქოში მიმდინარეობს სასულიერო პირების შეხვედრა, რომელზეც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე მსჯელობენ
ყველაზე პოპულარული
1