Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩირლიდინგი - სპორტი სპორტის მხარდაჭერისთვის

ჩირლიდინგი სპორტის დამოუკიდებელი სახეობაა, რომელიც მოიცავს შოუსა და სანახაობრივი სპორტის ელემენტებს. ჩირლიდიგნი იყოფა ორ ძირითად მიმართულებად, პირველი: თავად ჩირლიდერთა გუნდების შეჯიბრი და, მეორე: მაყურებელთა გამხნევება და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრების მონაწილე გუნდების მხარდაჭერა. სპორტის ამ სახეობაში ტარდება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები. უკვე ორი წელია საქართველოს ჰყავს ჩირლიდინგის ეროვნული ნაკრები, რომელიც უახლოეს მომავალში ორი ჩემპიონატისთვის ემზადება. აპრილის ბოლოს ორლანდოში იმართება მსოფლიო ჩემპიონატი ჩირლიდინგში, ივნისის ბოლოს კი საქართველოს ნაკრები პრაღაში ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება. საქართველოს ჩირლიდინგის ეროვნული ფედერაცია ამ სახეობის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 6 დეკემბერს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩირლიდინგის საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად აღიარა. როგორც საქართველოს ჩირლიდინგის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვალენტინა კუზმიდი ამბობს, ეს აღიარება მეტ განვითარებას მოუტანს სპორტის ამ სახეობას. კუზმიდი იმედს გამოთქვამს, რომ ჩირლიდინგი მალე სპორტის ოლიმპიურ სახეობად იქცევა. საქართველოში ჩირლიდერთა საკუთარი გუნდები ჰყავთ სკოლებსა და უნივერსიტეტებს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

16x9 Image

მზია საგანელიძე

მზია საგანელიძე არის რადიო თავისუფლების ფოტორეპორტიორი 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG