Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: თავიდან იქნა აცილებული ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული


საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მადლობას უხდის სამართალდამცველებს, რომლებმაც "აღკვეთეს ეკლესიისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ვერაგული თავდასხმა". გამომდინარე შექმნილი არაორდინარული ვითარებიდან, პრემიერ-მინისტრმა ბერლინში გააგზავნა პირადი დაცვის წევრები, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა ადგილზე გაეძლიერებინათ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უსაფრთხოების ზომები. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ეჭვმიტანილია მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფაში. დეკანოზი მამალაძე სამი დღის წინ, აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან გამგზავრებას გეგმავდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგი აპირებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე, დაგეგმილზე ადრე გაემგზავროს გერმანიაში და პირადად ბერლინში მოინახულოს ილია მეორე, რომელსაც 13 თებერვალს დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდა.

XS
SM
MD
LG