ავტორი: Aლოგიკა
თუ იცით ჩვენთან სექსის დროს რამდენ ქალს აფარებს ქმარი პირზე ხელს, რომ ქალის დედამთილმა, მამამთილმა, მულმა, მაზლმა, შვილებმა ( ან ყველამ ერთად) ხმა არ გაიგონ?
ბევრს.
ან ქალების რა ნაწილს უყიდია ლამაზი თეთრეული და მხოლოდ რამდენიმე თვის მერე (''სიტუაციისას'') უნახავს ეს თეთრეული მათ ქმრებს?
დიდ ნაწილს.
ცოლების რა ნაწილი იცვამს (ხალათს-არა, ტანსაცმელს) წყლის გადავლების შემდეგ მხოლოდ მისაღებ ოთახში გავლისთვის, რომ საძინებლამდე მივიდეს, ისევ გაიხადოს და დაიძინოს?
დიდი ნაწილი.
თქვენ გგონიათ, თბილისის თავზე გადმომდგარ მანქანებში მარტო ''ნაშობასთან'' და საყვარლებთან იხდიან კაცები?
არა, ხშირად ეგ ერთადერთი სივრცეა, როცა წყვილი ( თუ გაუმართლათ და მანქანა ჰყავთ) ხმაურით იხდის.
ჩვენ ასეთი ქალებისგან მოვითხოვთ, იყვნენ ლაღები, ბედნიერები, ღიმილით გაუღონ სტუმრებს კარი, ბოლომდე შეინარჩუნონ პირველ აბზაცში ნახსენები ყველა პირის პატივისცემა და რაც მთავარია, გაზარდონ შვილები ჯანსაღი აზრით.
ნუ მოვითხოვთ.
ნუ.