ევროკავშირი რუმინეთს მოუწოდებს, ნუ დაიხევს უკან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ევროკომისიის ლიდერები დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ „ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ წინ უნდა წავიდეს და არა უკან“ და რომ ბრიუსელში „შეშფოთებით ადევნებენ თვალს რუმინეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს“. ეს განცხადება მოჰყვა რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული მთავრობის ლიდერის, პრემიერ-მინისტრის სორინ გრინდეანუს მიერ 31 იანვარს გაცემულ განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე კორუფციული დანაშაულის დეკრიმინალიზაციას. ეს ინიციატივა ხმაურიანი დემონსტრაციებზე გააპროტესტა 10 ათასობით მოქალაქემ ბუქარესტსა და სხვა ქალაქებში.
ყველაზე პოპულარული
1