საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ირაკლი მეძმარიაშვილის ინფორმაციით, მის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეფუძნება საჯარო რეესტრის ამონაწერს და წერილს იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებსაც არასწორი იურიდიული სტატუსი აქვთ ან საერთოდ არ გააჩნიათ. “ამიტომ, ხმის უფლებით ვინც სარგებლობდა, გარკვეულ რაოდენობას ჰქონდა პრობლემები, როგორც იურიდიული, ასევე რეგისტრაციის თვალსაზრისით“ - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს ირაკლი მეძმარიაშვილმა. მისი თქმით, არსებული დარღვევების შესახებ არჩევნებამდე არაფერი იცოდა. 2016 წლის 23 დეკემბერს, თბილისში ჩატარებულ სესიაზე, დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს ლერი ხაბელოვი. მან დღეს სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტი კომიტეტისთვის უცნობი იყო. „არჩევნები რომ დამთავრდა, ირაკლი მეძმარიაშვილს არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს, პირიქით, გამარჯვება მომილოცა და თქვა, რომ არჩევნები გამჭირვალედ ჩატარდა“ - განაცხადა ლერი ხაბელოვმა. მისივე თქმით, ამჟამად სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას ელოდებიან.
ირაკლი მეძმარიაშვილის თქმით, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დარღვევების შესახებ არჩევნებამდე არაფერი იცოდა
ყველაზე პოპულარული
1