აშშ-ის სენატი დღეს კენჭს უყრის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის პოსტებზე წარდგენილ კანდიდატებს, რექს ტილერსონს და მაიკ პომპეოს. დღეს რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ გარკვეული შეშფოთების მიუხედავად, რომ რექს ტილერსონს ახლო კავშირები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პაუტინთან, ის სანავთობო ფირმის ყოფილ ხელმძღვანელს მხარს დაუჭერს. გუშინ ორმა გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა და ლინსი გრემმა, გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომ ორივე მხარს დაუჭერს სახელმწიფო მდივნის პოსტზე ენერგოკომპანია „ექსონმობილის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის რექს ტილერსონის კანდიდატურას, წარსულში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი მჭიდრო ურთიერთობის მიუხედავად. როგორც მაკკეინი და გრემი აღნიშნავენ, მათში ჯერ კიდევ იწვევს „გარკვეულ შეშფოთებას“ რუსეთთან და პუტინთან ტილერსონის ერთ დროს ახლო კავშირი, მაგრამ სჯერათ, რომ ტილერსონს შეუძლია კარგად დაიცვას შეერთებული შტატების ინტერესები. დღესვეა მოსალოდნელი სენატში კენჭისყრა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორად რესპუბლიკელი კონგრესმენის, მაიკ პომპეოს დამტკიცების საკითხზე.
ყველაზე პოპულარული
1