სირიაში, სულ ცოტა, 23 ადამიანი დაიღუპა რეგიონში, სადაც მთავრობის ჯარები ახორციელებენ ავიაიერიშებს მეამბოხეების წინააღმდეგ. ოფიციალური ინფორმაციით, 13 ნოემბერს, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთში მდებარე ალეპოს პროვინციაში. ნათელი არ არის, ვინ მოაწყო ავიაიერიშები რეგიონში, რომელსაც რეგულარულად ბომბავენ სირიისა და რუსეთის თვითმფრინავები. მსხვერპლის შესახებ იუწყებიან ქალაქ ატარებიდან და აფრინის რეგიონიდანაც. ამასობაში, მეამბოხეების ძალებმაც განახორციელეს იერიში - ჭურვები დაუშინეს ქალაქ ალეპოში მთავრობის მიერ გაკონტროლებულ რაიონს. სირიის პრეზიდენტის მომხრე ჯარებმა ბოლოხანს კვლავ დაიპყრეს აღმოსავლეთ ალეპოს რაიონები, რომლებიც მეამბოხეების ხელში იყო.
ყველაზე პოპულარული
1