აშშ-ში ამ ქვეყნის 45-ე პრეზიდენტს ირჩევენ. არაერთ პატარა ქალაქში, ნიუ ჰემპშირის შტატში, საარჩევნო უბნები კენჭისყრის ოფიციალურ დაწყებამდე გაიხსნა. ამერიკელთა სარეკორდო რაოდენობამ, 46-მა მილიონმა ამომრჩეველმა ხმა მისცა წინასწარ, წერილობით, ან საარჩევნო უბნებში. დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჰილარი კლინტონი, ბოლო გამოკითხვებით ოდნავ სჯობნიდა რესპუბლიკელთა კანდიდატს, დონალდ ტრამპს. თვითონ კლინტონი,საარჩევნო უბანში მივიდა პატარა ქალაქ ჩაპაკუაში, ნიორკის მახლობლად. კლინტონს ახლდა ქმარი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი. ხმა საარჩევნო უბნის გახსნისას მისცა ადემოკატიული პარტიის კანდმიდატმა ვიცე პრეზიდენტის პოსტზე, ტიმ კეინმა. ის ვირჯინიის შტატში, რიჩმონდში ცხოვრობს. საპრეზიდენტო არჩევნებში, ორი მთავარი კანდიდატის გარდა, მონაწილეობას სულ მცირე 24 კანდიდატი. მათგან მხოლოდ ერთის, ლიბერტარიანული პარტიის წარმომადგენლის, გარი ჯონსონის გვარი ჩაიწერა ყველა შტატის ბიულეტენებში. მასთან ერთად საპრეზიდენტო კანდიდატები არიან ჯილ სტეინი მწვანეთა პარტიიდან და დამოუკიდებელი კანდიდატი, ევან მაკმალინი. ქვეყნის კანონმდებლობით, კენჭისყრის საბოლოო შედეგს განსაზღვრავს 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგია. წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება, 9 ნოემრებს, დილის 8 საათისთვის თბილისის დროით. არჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს გაისად, 20 იანვარს და შეცვლის ბარაკ ობამას, აშშ-ის პირველ შავკანიან პრეზიდენტს.
ყველაზე პოპულარული
1