ნატოს თანახმად, ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ ორი დაიჭრა ჩრდილოეთ ავღანეთში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს. როგორც ალიანსის ოფიციალურ განცხადებაშია მითითებული, ჯარისკაცები იმ დროს დაიღუპნენ, როდესაც კოალიციის სამხედრო რაზმი და მისი ავღანელი პარტნიორები ცდილობდნენ ჩაეშალათ თალიბანის მებრძოლების ოპერაცია ყუნდუზის პროვინციაში. ჯარისკაცების დაღუპვა მოწმობს უსაფრთოხების ვითარების გაუარესებაზე ყუნდუზის გარშემო, სადაც გასულ წელს თალიბანმა მოახერხა პოზიციების განმტკიცება და ერთი თვის განმავლობაში ქალაქიც ჰქონდა აღებული. ნატოსა და აშშ-ის საბრძოლო ოპერაცია დიდწილად დასრულდა 2014 წლის ბოლოს, თუმცა, ავღანეთში რჩებიან აშშ-ის სპეციალური ძალები, რომლებიც ხშირად მონაწილეობენ საბრძოლო ოპერაციებში ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდასაჭერად.
ყველაზე პოპულარული
1