Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ციხეში წამების შესახებ საუბრობს


რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ილდარ დადინი, რომელსაც შარშან სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ციხის ადმინისტრაციას პატიმრების წამებაში და თავად დადინის მოკვლით მუქარაში ადანაშაულებს. ამ ბრალდებებს ის გამოთქვამს წერილში, რომელიც მეუღლეს გაუგზავნა გამოქვეყნების თხოვნით. ილდარ დადინი რუსეთის პირველი მოქალაქეა, რომელიც დააპატიმრეს საჯარო შეკრების შემზღუდველი ახალი სადავო კანონის საფუძველზე: ამ კანონით, ისჯება ადამიანი, რომელიც განმეორებით დაარღვევს საჯარო შეკრების შემზღუდველ წესებს, მაგალითად, მონაწილეობას მიიღებს არასანქცირებულ დემონსტრაციაში. დადინი ამჟამად პატიმრობას იხდის კარელიის რეგიონში მდებარე ციხეში. დადინის წერილი, რომელშიც ის წამებაზე და მოკვლის მუქარაზე წერს, 1 ნოემბერს გამოაქვეყნა ლატვიაში დაფუძნებულმა ვებსაიტმა „მედუზამ“.

XS
SM
MD
LG