თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ სამხედრო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა უცხო პირების შეჭრის მცდელობას. უწყების ინფორმაციით, რამდენიმე უცხო პირი, რომელთაგან ერთ-ერთი პისტოლეტით იყო შეიარაღებული, არ დაემორჩილა დაცვის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა საგუშაგოს. ამის შემდეგ გუშაგმა სროლით აღკვეთა ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი. სროლის შედეგად მოკლულია ერთ-ერთი თავდამსხმელი. უწყებაში არ აცხადებენ, თუ რა მოტივი ამოძრავებდა თავდამსხმელს. სამხედრო ობიექტი, რომელიც თბილისსა და რუსთავს შორის მდებარეობს, თავდაცვის სამინისტროს ელიტური პოლიგონია და სწორედ იქ უნდა დაიდოს ბინა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრმა.
ყველაზე პოპულარული
1