სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, შეფასებით, სიტუაცია, რომელიც ახლა მსოფლიოშია შექმნილი, ჰგავს „ცივ ომს თავისი განვითარების სტადიაში“. ამის შესახებ ასადმა გამოცემა "კომსომოლსკაია პრავდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ სირიაში მიმდინარე კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, სირიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ომის საშიშროება არსებობს, თუმცა ეს პირდაპირი სამხედრო შეტაკება ჯერჯერობით არ არის“. სირიის პრეზიდენტის თქმით, დამასკის მოკავშირეები რუსეთი, ირანი და ლიბანური მოძრაობა „ჰეზბოლა“ არიან, სხვა ქვეყნები კი სირიის კონფლიქტში ტერორისტებს უჭერენ მხარს.
ყველაზე პოპულარული
1