ესპანეთის ხელისუფალთა ცნობით, 90 ადამიანი დაშავდა ქვეყნის სამხრეთში, ერთ-ერთ კაფეში აფეთქების შედეგად. ინციდენტი მოხდა 1 ოქტომბერს, ვალეს-მალაგაში, ცნობილი საკურორტო ქალაქ მალაგიდან 40 კილომეტრში. ხუთი დაშავებულის მდგომარეობა სერიოზული, თუმცა ექიმების თანახმად, სასიკვდილო არაა. ქალაქის მერის, ანტონიო მორენო ფერერის თქმით, შესაძლოა, რომ აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
ყველაზე პოპულარული
1