ბელორუსიის პარლამენტში მანდატები ერგო ორ ოპოზიციონერსაც, რაც პირველად მოხდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. 11 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, გამარჯვებულებს შორის არიან „გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის“ წარმომადგენელი ანა კონოპატსკაია და დამოუკიდებელი კანდიდატი ელენა ანისიმი, რომელსაც ოპოზიციასთან კავშირი აქვს. კონოპატსკაია და ანისიმი პირველი ოპოზიციონერები იქნებიან საკანონმდებლო ორგანოში 1996 წლის შემდეგ. ბელორუსიის პარლამენტში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მოკავშირეები დომინირებენ. ამ 10-მილიონიან პოსტსაბჭოთა ქვეყანაში 1990-ანი წლების დასაწყისის შემდეგ აღარ ჩატარებულა არჩევნები, რომლებსაც ეუთოს სამეთვალყურეო მისია თავისუფლად, ან დემოკრატიულად მიიჩნევდა. ხელისუფლება რეპრესიებს მიმართავს ოპონენტების მიმართ და მკაცრად აკონტროლებს მედიას.
ყველაზე პოპულარული
1