Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატ დავითაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი ზურაბ ადეიშვილს წაუყენეს


საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიებამ 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, ოპოზიციის მაშინდელი წევრის კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმე გახსნა. პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა განხორციელდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით. ზურაბ ადეიშვილი ამჟამად უკრიანაში იმყოფება. ადვოკატის თქმით, იგი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ადეიშვილი, დავით ქარსელაძე და ასევე ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე.

XS
SM
MD
LG