10 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ლარისა პატარაია, Start - Business Solutions-ის დირექტორი. ორგანიზაცია ეხმარება დამწყებ ბიზნესმენებს თავიანთი იდეების კონკრეტულ საქმედ ქცევაში, უწევს კონსულტაციას, უკეთებს ბიზნესმოდელს, აკავშირებს პოტენციურ პარტნიორებსა და ინვესტორებთან.
სტარტაპების განვითარებისთვის საქართველოში გასული წლების განმავლობაში რამდენიმე კერძო და სახელმწიფო პროგრამა გახორციელდა. წლიდან წლამდე მატულობს იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც დაქირავებით მუშაობას საკუთარი საქმის წარმოებას არჩევენ.
რამდენად ხელსაყრელი გარემოა დღეს საქართველოში სტარტაპებისთვის, ვინ უნდა დაეხმაროს დამწყებ ბიზნესმენს პირველ ეტაპზე - სახელმწიფო, კერძო სექტორი, დონორები თუ თავად უნდა მოახერხოს გზის გაკვალვა, რა ვადა სჭირდება სტარტაპს ჩვეულებრივ ბიზნესად ქცევაში და რა ხდება ხოლმე დამწყები მეწარმეების წარმატების საფუძველი - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.