სოციალური თერაპიის სახლში დღე სანთლის ანთებით იწყება. სახლის ბენეფიციარები თავისივე დამზადებული სანთლის გარშემო წრეზე იკრიბებიან და დღის გეგმას ადგენენ. განწყობისთვის ლექსს კითხულობენ და მერე სამუშაო ოთახებში ნაწილდებიან. სახლში, სადაც ორმოცდაათამდე შეზღუდული შესაძლებლობის პირია დასაქმებული, 8 სახელოსნოა: საქსოვი, სადურგლო, მინისტამბა-საამკინძაო, სანთლების, შემოქმედებითი და ქაღალდის გადამამუშავებელი, ასევე - ბაღი და სამზარეულო.