ტყიბულელი მეშახტეები 11-ე დღეა განაგრძობენ გაფიცვას ხელფასების გაზრდისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. მათ იურიდიულ კონსულტაციას უწევენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლეგიტიმურად მიიჩნევენ მუშების მოთხოვნებს. გაფიცვასთან დაკავშირებით, დამსაქმებელმა კომპანია „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკების დასაწყებად, ოღონდ, მუშების მხრიდან ულტიმატუმის წაყენების გარეშე. მეშახტეები ხელფასების 40 %-ით გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების გარდა მოითხოვენ მოლაპარაკებების პროცესში მაღალი თანამდებობის პირთა ჩართვასა და, ზოგადად, სახელმწიფოს თანადგომას.
ტყიბულელი მეშახტეები განაგრძობენ გაფიცვას ხელფასების გაზრდისა და პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით
ყველაზე პოპულარული
1