საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაწესება მისი ინიციატივა არ ყოფილა. საპატრიარქოს განცხადებით, რეალობას არ შეესაბამება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ სოციალური ქსელებით და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია კანონპროექტთან საპატრიარქოს კავშირის შესახებ, რაც ამავე წყაროთა შეფასებით, მიზნად ისახავს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ჯანსაღი კრიტიკის აცილებას. „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობლის მიმართ ცილისმწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და გამოსვლები, მსგავსი კანონპროექტის მიღების საკითხი არც ადრე და არც ამჟამად ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა”, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ ამ და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე სასაუბროდ მომავალ სამშაბათს, საქართველოს საპატრიარქოში დაგეგმილია ინტერრელიგიური საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებების სამუშაო შეხვედრა.
ამავე თემაზე
ყველაზე პოპულარული
1