საქართველოს მთავრობა "აბრეშუმის ციფრული გზის" პროექტის განხორციელებას გეგმავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც მან საზოგადოებას მთავრობის სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. "ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ საყოველთაო ინტერნეტიზაცია. ვფიქრობ, ეს არის უპრეცედენტო, დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ოდენობის პროექტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებენ. ჩვენ გვაქვს გამიზნული, დავიწყოთ მუშაობა "აბრეშუმის ციფრული გზის" პროექტზეც. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვან სადენები, რომელიც გადის საქართველოზე, იყოს უფრო რაციონალურად გამოყენებული. აღნიშნული პროექტი ჩვენს ისტორიულ მისიას კიდევ ერთ განზომილებას შესძენს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველაზე პოპულარული
1