პარიზში ცხოვრობს და მუშაობს, სწავლობს სალომე სულაძე - მხატვარი, რომელსაც თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ბაკალავრის ხარისხი აქვს, თბილისშივე გახდა ის ფრანგული ფილოლოგიის ბაკალავრი. ახლა პარიზი 8-ის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების, ფილოსოფიისა და ესთეტიკის ფაკულტეტზე, მაგისტრატურის მეორე კურსზე, სახვითი ხელოვნების ესთეტიკასა და ისტორიას სწავლობს.