Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება ბაზარზე „გაზპრომის“ წილის გაზრდას აპირებს


ავტორი: ირინა გურული

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება „გაზპრომის“ გაზის შესყიდვას აპირებს. ოფიციალური ინფორმაციით, ამის მიზეზი ბუნებრივი აირის მოწოდების დივერსიფიცირებაა.

საქართველოში გაზის ტრანზიტი ორი მილსადენით ხორციელდება - სამხრეთ-კავკასიური მილსადენით (SCP) და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით. სამხრეთ-კავკასიური მილსადენით, რომელიც ცნობილია როგორც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, აზერბაიჯანში შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის თურქეთში ტრანზიტი ხორციელდება. გაზსადენის სიგრძე 692 კმ, საქართველოს მონაკვეთის სიგრძე კი 249 კმ-ია. სამხრეთ-კავკასიური გაზსადენი, უმეტესწილად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პარალელურად არის გაყვანილი.

სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გამოცდისა და ამუშავებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაზი 2006 წლის სექტემბერში გაუშვეს. ამავე წელს გარდაბნის ახლოს დასრულდა საქართველოს გაზმომარაგების სისტემასთან მილსადენის შემაერთებელი ახალი, 12-კილომეტრიანი, გაზსადენის მშენებლობა. მისი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, საქართველომ მილსადენიდან პირველი გაზი 2007 წლის იანვარში მიიღო. მილსადენის საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში 20 მილიარდი კუბური მეტრია.

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა. გაზსადენით, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრიდან იწყება და საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება (221 კმ), შესაძლებელია ბუნებრივი აირის მიწოდება საქართველოსა და სომხეთისთვის."საქართველოს ათასწლეულის ფონდის“ პროექტის ფარგლებში, გაზსადენს ძირეული რეაბილიტაცია 2006-2009 წლებში ჩაუტარდა. ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში 12 მილიარდი კუბური მეტრია.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველო წელიწადში დაახლოებით 1,8-2 მილიარდ კუბმეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს და მისი უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანიდან სხვადასხვა კონტრაქტებით შემოდის. დაახლოებით 275 მლნ კუბმეტრი შემოდის “შაჰ დენიზიდან”: ნაწილი - 55-დოლარიანი (1000 კუბ. მ-ზე), ნაწილი – 64- დოლარიანი. ამას პლუს 900 მლნ კუბური მეტრი შემოდის აზერბაიჯანიდან ორი სხვადასხვა კონტრაქტით: 500 მლნ კუბმეტრი ე.წ. სოციალური გაზი - 189 დოლარად და 400 მლნ კუბმეტრი აირი - კომერციული ფასით, 240 დოლარად. რუსული გაზის წილი უმნიშვნელოა. ენერგოკომპანია “გაზპრომი” მხოლოდ 1,5 მილიონი კუბმეტრიგაზის მომწოდებელია და ისიც რუსეთ-სომხეთის ტრანზიტიდან შეღავათიან ფასად მიღებული ბუნებრივი აირია – გატარებული გაზის 10 %, ანუ 150 მლნ კუბმეტრი, 110 დოლარად.

„გაზპრომთან“ ურთერთობაში საქართველოს ხელისუფლება დღეს პრობლემას ვერ ხედავს.

საინტერესოა, რომ „გაზპრომთან“ ურთიერთობაში პრობლემას ხედავენ იქ, სადაც ეს კომპანია უფრო დიდი დოზით არის წარმოდგენილი. 2012 წელს დაიწყო მოკვლევა ევროკავშირის წევრთა საჩივრის საფუძველზე. ბრიუსელმა შეისწავლა სამი ძირითადი ბრალდების გარემოებები და, პირველ რიგში, დაადგინა, რომ კომპანია ბულგარეთს, ჩეხეთს, ესტონეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიტვას, პოლონეთსა და სლოვაკეთს უწესებს ტერიტორიულ შეზღუდვებს, რომლებიც ითვალისწინებს, მაგალითად, რეექსპორტის აკრძალვას.

“’გაზპრომი’ დომინირებს ყველა ამ ქვეყნის ბაზრებზე. ზოგ ბაზარზე „გაზპრომია“ გაზის ერთადერთი მომწოდებელი და, როგორც ამას ჩვენს საპროტესტო განცხადებაში აღვნიშნავთ, ჩვენი წინასწარი შეფასებით, „გაზპრომი“ ბოროტად სარგებლობს თავისი დომინანტური პოზიციით“, - განაცხადა ამ თემის მომხსენებელმა მარგარეტ ვესტაგერმა 2015 წლის გაზაფხულზე.

XS
SM
MD
LG