ანიმაციური ფილმების ფესტივალი ნიქოზში
ნიქოზში ანიმაციური ფილმების ფესტივალი მიმდინარეობს. საფესტივალო ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება საფრანგეთის, იტალიის, კანადის, ბელორუსის, პოლონეთის, გერმანიისა და რუსეთის ანიმატორების ნამუშევრები. ჩვენებების გარდა, უცხოელი რეჟისორები ახალგაზრდებითვის მასტერკლასებსაც ჩაატარებენ. ეს ფესტივალი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალი-ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტის ისაიას (ჭანტურია) ძალისხმევით დაარსდა. მიტროპოლიტი საერო ცხოვრებაში თვითონ იყო ანიმატორი. უკვე მეორე წელია ფესტივალი მის გარეშე ტარდება, რადგან ისაია ახალგორიდან სპეციალური საშვის უქონლობის გამო გამოსვლას ვერ ახერხებს. ფესტივალის მონაწილეთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე იზრდება. გარდა ამისა, ხელახლა იბადება ქართული ანიმაცია. ნიქოზის ხელოვნების სკოლის ბავშვები დამოუკიდებლად ქმნიან ანიმაციურ ფილმებს და უცხოელ რეჟისორებთან თანამშრომლობენ.