თბილისის საკრებულოსთან პოლიციამ აქციის "არა პანორამა თბილისს" მონაწილეები დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, თავდაპირველად დააკავეს გიგა მაქარაშვილი, რომელმაც პროტესტი უცენზურო წარწერით გამოხატა, შემდეგ კი სხვა მონაწილეებმაც იგივე წარწერა გაიკეთეს. ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია 10 ადამიანი, მათ შორის "პარტიზანი მებაღეების" დამფუძნებელი ნატა ფერაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის წვრილმანი ხულიგნობის მუხლით მხოლოდ ერთი ადამიანის დაკავებას ადასტურებენ. მრავალმილიონიან დეველპორეულ პროექტ "პანორამა თბილისის" ინიციატივა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
ყველაზე პოპულარული
1