საქართველოში სტიქიამ დააზარალა შიდა ქართლის ათზე მეტი სოფელი. ძლიერმა წვიმამ ზიანი მიაყენა, უმეტესწილად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს. დაიტბორა და ზოგ შემთხვევაში, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ნათესები. მთიდან წამოსულმა ქვა-ღორღმა ჩაკეტა სოფლის გზებიც. დაიტბორა შავშვების დევნილთა ჩასახლების ტერიტორიაც. იუწყებიან აგრეთვე, რომ სტიქიამ დააზარალა ახმეტის რაიონის სოფლები. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მონაცემებით,ძლიერი სეტყვის შედეგად განადგურდა ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ექვს სოფელში. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი. შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისიები.
ყველაზე პოპულარული
1