ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. თბილისის დელეგაცია კვლავ გააპროტესტებს საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების ფაქტებს და მათ გათავისუფლებას მოითხოვს. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად ცხინვალის იზოლატორში 14 მოქალაქე იმყოფება. დღევანდელ შეხვედრაზე თბილისის დელეგაცია რუსული და ოსური მხარეებისგან კიდევ ერთხელ მოითხოვს ოკუპირებული ახალგორის რაიონში გარდაცვლილი დავით ბაშარულის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებას. დავით ბაშარული რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა, მოგვიანებით კი მისი გვამი ოკუპირებულ ახალგორთან აღმოაჩინეს.
ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა
ყველაზე პოპულარული
1