ახალი მოთხოვნები საყდრისის დასაცავად
გრძელდება აქციები საყდრისის საბადოს გადასარჩენად. 30 მარტს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის ორგანიზებით მთავრობის კანცელარიასთან ასამდე ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეების მტკიცებით, საყდრისის ისტორიული საბადო დაახლოებით 5400 წელს ითვლის. მიმდინარე ტერიტორიაზე კომპანია RMG წიაღისეულის მოპოვებით არის დაკავებული, ტერიტორიის აფეთქების გამო ძეგლი ნადგურდება. აქციის მონაწილეები ითხოვენ არქეოლოგების დაშვებას საბადოს იმ ნაწილში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დანგრეული.