Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგარიში ევროკავშირს და ბრიტანეთს უკრაინის კრიზისთან მიმართებით პასიურობაში ადანაშაულებს


ბრიტანეთის საპარლამენტო კომიტეტი ევროკავშირს და ბრიტანეთს უკრაინის კრიზისთან მიმართებით პასიურობაში ადანაშაულებს. 20 თებერვალს გავრცელებულ ანგარიშში ლორდთა პალატის ევროკავშირის კომიტეტი ბრიტანეთს ბრალს სდებს იმაში, რომ ის „არც საკმარისად აქტიურობს და არც საკმარისად ჩანს“ შექმნილ ვითარებასთან გამკლავების პროცესში. ამასთან, ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა „ოპტიმისტურ პოზიციას“, რომ რუსეთი დემოკრატიზაციის გზაზე იყო. კომიტეტის აზრით, ამის შედეგი ისაა, რომ სათანადოდ ვერ შეფასდა რუსეთის აგრესიული დამოკიდებულება ევროკავშირის მხრიდან კიევთან დაახლოების სურვილის მიმართ. ანგარიშის თანახმად, ბრიტანეთს უკრაინის წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან ის ერთ-ერთი იყო იმ ოთხი ხელმომწერიდან, რომლებმაც 1994 წელს გააფორმეს ბუდაპეშტის მემორანდუმი - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების გარანტიის შემცველი დოკუმენტი.

XS
SM
MD
LG