ეკოლოგიური ნაძვის ხეების გამოფენა
25 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოკლუბის ორგანიზებით, ჩატარდა ნაძვის ხეების გამოფენა. ნაძვის ხეების გასაკეთებლად სკოლების მოსწავლეებმა გამოიყენეს ნახმარი საყოფაცხოვრებო მასალა - პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის ბოთლები, ქაღალდი, კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს კონტეინერები თუ სხვა. გამოფენის მიზანი იყო ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებაზე ზრუნვა.