ეტლით მოსარგებლეთა უფლებების დასაცავად აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ორგანიზატორებმა ქუჩაში, მანქანების პარკირების ადგილას ეტლები დაალაგეს იმის ნიშნად, რომ ქუჩაში ეტლით მოსარგებლეთა უფლებებს სწორედ მძღოლები არღვევენ. თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ეტლით მოსარგებლეთა პარკირების ადგილას გაჩერებულ მანქანებს.