საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფება. კვირას ის სტამბოლში შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს. საქართველოს პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, პრეზიდენტებმა განიხილეს „საქართველო-თურქეთის, როგორც საიმედო და სტრატეგიული პარტნიორების ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ასპექტები“. განცხადების თანახმად, თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღიშნა, რომ თურქეთი კვლავაც მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციას.
ყველაზე პოპულარული
1