რუსეთ-საქართველოს ომის მეექვსე წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვედის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ ომში დაღუპულთა ჭირისუფლები და მთავრობის წევრები. მათ ყვავილებით შეამკეს საფლავები. დაღუპულებს პატივი მიაგეს ჯარისკაცებმაც. აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.