Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ "იუკოსის" აქციონერებისთვის 2,5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა რუსეთს


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილ აქციონერებს რუსეთმა კომპენსაციის სახით დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს განაჩენს „უსამართლო“ და „მიკერძოებული“ უწოდა და განაცხადა, რომ განაჩენს გაასაჩივრებს. 28 ივლისს ჰააგის კომერციულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დამნაშავედ სცნო რუსეთი ნავთობკომპანია „იუკოსის“აქტივების უკანონო მითვისებასა და საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის დარღვევაში. სასამართლომ სახელმწიფო დაავალდებულა, „იუკოსის“ ყოფილ აქციონერებს 50 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. 2003 წელს რუსეთის ხელისიფლებამ „იუკოსი“ გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულა. კომპანიის პრეზიდენტი და მთავარი აქციონერი მიხაილ ხოდორკოვსკი გაასამართლეს და ცხრა წელი, 2013 წლის დეკემბრამდე, პატიმრობაში ამყოფეს. „იუკოსის“ აქტივები კომპანია „როსნეფტს“ გადაეცა.

XS
SM
MD
LG