ღვინის ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად საქართველოში იმყოფებოდა უკრაინელი ჟურნალისტების დელეგაცია. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივისა“ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძალისხმევით, ჟურნალისტებმა 15-22 ივნისს მოინახულეს ღვინის სხვადასხვა საწარმო, ოჯახური მარანი, შატო და სხვა ობიექტები. 18 ივნისს ყვარელში უკრაინელ ჟურნალისტებს ერთი დღით შეუერთდნენ ქართველი კოლეგები და ერთად გაეცნენ კახეთის ღვინის ტურიზმის რამდენიმე ობიექტს.