მთავრობა პრემიების უკონტროლოდ დარიგების წინააღმდეგ გამოდის და ირწმუნება, რომ ახალი დადგენილების საფუძველზე საჯარო დაწესებულებათა ხელმძღვანელი პირები საკუთარ თავს პრემიებს ვეღარ გამოუწერენ, ბოლო მოეღება თვითნებობას და პრემიების გაცემის სისტემა ადეკვატურ კონტროლს დაექვემდებარება. მთავრობის ინიციატივას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორი, თუმცა იკვეთება კონტროლის გაფართოების აუცილებლობა. რამ განაპირობა სამთავრობო ინიციატივა?
დადგენილების პროექტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემიის გაცემის საკითხს წყვეტს დაწესებულების ხელმძღვანელი, თუკი პრემიის გაცემის აუცილებლობა დასაბუთდება უშუალო ხელმძღვანელის მიერ. ასევე დაწესებულების ხელმძღვანელი და ასევე შესაბამისი დასაბუთების პირობებში გადაწყვეტს, როდის გაიცეს პრემიები საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებსა თუ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებზე. როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ განაცხადა 23 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, პრემიების გაცემის სისტემა კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს მინისტრებსაც და პრემიერ-მინისტრსაც:
”იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე, რომელიც კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაშია, პრემიის გაცემის საკითხს წყვეტს შესაბამისი მინისტრი, ხოლო იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელზე, რომელსაც არ ჰყავს ზემდგომი ორგანო, ანუ არ იმყოფება არც ერთი სამინისტროს დაქვემდებარებაში, პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს ასევე გადაწყვეტილებას მთავრობის წევრების შესაძლო პრემიების შესახებაც”.
სამთავრობო ინიციატივაში ხაზგასმულია, რომ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაქმებული პირის თანამდებობრივ სარგოს. ამასთან, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში მხოლოდ ერთხელ. მთავრობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია საჯარო დაწესებულებებში დაინერგოს დასაქმებულთა შეფასების ერთიანი სისტემა, რომელზე მუშაობაც, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დასრულდება. 23 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ დადგენილების პროექტს მთავრობა, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაამტკიცებს. ახალი რეგულაციები წარმოადგენს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის შემადგენელ ნაწილს, რომელზეც, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის ინფორმაციით, აქტიურად მუშაობდნენ როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ექსპერტები.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ”სამართლიანი” უწოდა საზოგადოების მხრიდან პრემიების თემაზე გამოხატულ უკმაყოფილებას. ნინო კობახიძის თქმით, პრემიების თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას ადეკვატური კითხვები აწუხებს და ეს მაღალი საზიგადოებრივი ინტერესი აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.
თუმცა პრემიების თემა ასეთ კრიტიკულ ჭრილში არ განუხილავს თავად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე. იმ დღეს, ჟურნალისტებთან კამათისას, ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობდა, რომ მედია დეზინფორმაციის გავრცელებაში დაედანაშაულებინა. დაისვა კორუფციასთან დაკავშირებული აქცენტიც:
”თუ გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ იყოს მთავრობა გამჭვირვალე, ღია, თანამედროვე ევროპული, მაშინ მათ უნდა მისცეთ შესაბამისი მოტივაცია, შესაბამისი ხელფასი, რომ გულიანად და ბოლომდე დაიხარჯონ და რომ ამ დანგრეულ ქვეყანას რეალურად რაღაც გავუკეთოთ და ვუშველოთ”.
გაცილებით მკაცრი იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებული ბიძინა ივანიშვილის კომენტარი. როგორც მან ერთი კვირის წინ უთხრა ”გურია ნიუსს”, პრემიების თემამ მოსვენება დაუკარგა:
”ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრავმა და არც ვმალავდი ამას. სადაც შეიძლებოდა, ყველგან განვაცხადე და ყველას დავურეკე. მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი შეცდომაც და ყველაზე დიდი გაუგებრობაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ სწორედ რომ ეს არის და ეს ფაქტია”.
პრემიების უკონტროლო დარიგების წინააღმდეგ გამოცხადებულ ნაჩქარევ ბრძოლას ბევრი სწორედ ბიძინა ივანიშვილის მკაცრ რეაქციებს უკავშირებს. თუმცა, ასეა თუ ისე, მომხდარს პოზიტიურ ჭრილში განიხილავს მესამე სექტორი და იმედოვნებს, რომ შეზღუდვები სამომავლოდ თვითმმართველობის ორგანოებსა და საკანონმდებლო ხელისუფლებაზეც გავრცელდება.
მიუხედავად იმისა, რომ ნაუცბათევ საპასუხო ნაბიჯად მიიჩნევს, მთავრობის ინიციატივას მიესალმება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. თუმცა, როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მისთვის გაუგებარია, თუ როგორი იქნება მიდგომა სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით:
”გარდა ხელფასისა, არსებობს ასევე დანამატები საჯარო სამსახურში, რაც, ხშირ შემთხვევაში, არ არის ნაკლები, ვიდრე პრემია. ეს საკითხი არ არის ნახსენები განცხადებაში. არა მარტო მინისტრებს ეძლევათ ეს. დანამატები გაიცემა საკმაოდ ვრცლად, როგორც პრემიები, და კიდევ უფრო ნაკლებად გამჭვირვალეა დანამატების ნაწილი. ამიტომ, მოდით ვნახოთ, როგორი იქნება სახელფასო დანამატების რეგულირება”.
გიორგი კლდიაშვილის თქმით, მისი ორგანიზაცია ყურადღებით გააანალიზებს მთავრობის დადგენილების შინაარსს და დააკვირდება საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის მიღების პროცესს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, რომელიც მონაწილეობდა ხსენებული კონცეფციის შემუშავების პროცესში, საზოგადოებას ჰპირდება, რომ ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ატეხს განგაშს. პრემიებსა და სახელფასო დანამატებთან დაკავშირებული ხმაური საზოგადოებაში სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს მოჰყვა.
დადგენილების პროექტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემიის გაცემის საკითხს წყვეტს დაწესებულების ხელმძღვანელი, თუკი პრემიის გაცემის აუცილებლობა დასაბუთდება უშუალო ხელმძღვანელის მიერ. ასევე დაწესებულების ხელმძღვანელი და ასევე შესაბამისი დასაბუთების პირობებში გადაწყვეტს, როდის გაიცეს პრემიები საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებსა თუ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებზე. როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ განაცხადა 23 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, პრემიების გაცემის სისტემა კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს მინისტრებსაც და პრემიერ-მინისტრსაც:
”იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე, რომელიც კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაშია, პრემიის გაცემის საკითხს წყვეტს შესაბამისი მინისტრი, ხოლო იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელზე, რომელსაც არ ჰყავს ზემდგომი ორგანო, ანუ არ იმყოფება არც ერთი სამინისტროს დაქვემდებარებაში, პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს ასევე გადაწყვეტილებას მთავრობის წევრების შესაძლო პრემიების შესახებაც”.
თუ გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ იყოს მთავრობა გამჭვირვალე, ღია, თანამედროვე ევროპული, მაშინ მათ უნდა მისცეთ შესაბამისი მოტივაცია, შესაბამისი ხელფასი, რომ გულიანად და ბოლომდე დაიხარჯონ...ირაკლი ღარიბაშვილი
სამთავრობო ინიციატივაში ხაზგასმულია, რომ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაქმებული პირის თანამდებობრივ სარგოს. ამასთან, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში მხოლოდ ერთხელ. მთავრობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია საჯარო დაწესებულებებში დაინერგოს დასაქმებულთა შეფასების ერთიანი სისტემა, რომელზე მუშაობაც, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დასრულდება. 23 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ დადგენილების პროექტს მთავრობა, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაამტკიცებს. ახალი რეგულაციები წარმოადგენს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის შემადგენელ ნაწილს, რომელზეც, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის ინფორმაციით, აქტიურად მუშაობდნენ როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ექსპერტები.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ”სამართლიანი” უწოდა საზოგადოების მხრიდან პრემიების თემაზე გამოხატულ უკმაყოფილებას. ნინო კობახიძის თქმით, პრემიების თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას ადეკვატური კითხვები აწუხებს და ეს მაღალი საზიგადოებრივი ინტერესი აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.
მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი შეცდომაც და ყველაზე დიდი გაუგებრობაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ სწორედ რომ ეს არის და ეს ფაქტია...ბიძინა ივანიშვილი
”თუ გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ იყოს მთავრობა გამჭვირვალე, ღია, თანამედროვე ევროპული, მაშინ მათ უნდა მისცეთ შესაბამისი მოტივაცია, შესაბამისი ხელფასი, რომ გულიანად და ბოლომდე დაიხარჯონ და რომ ამ დანგრეულ ქვეყანას რეალურად რაღაც გავუკეთოთ და ვუშველოთ”.
გაცილებით მკაცრი იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებული ბიძინა ივანიშვილის კომენტარი. როგორც მან ერთი კვირის წინ უთხრა ”გურია ნიუსს”, პრემიების თემამ მოსვენება დაუკარგა:
გარდა ხელფასისა, არსებობს ასევე დანამატები საჯარო სამსახურში, რაც, ხშირ შემთხვევაში, არ არის ნაკლები, ვიდრე პრემია. ეს საკითხი არ არის ნახსენები განცხადებაში. არა მარტო მინისტრებს ეძლევათ ეს...გიორგი კლდიაშვილი