ბიზნესი და არასამთავრობო სექტორი
11 ივნისს თბილისში გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანიც იყო ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება, კერძოდ, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ბიზნესკომპანიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რათა ერთობლივად განახორციელონ სოციალური პროექტები. კონფერენციის ორგანიზატორი სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი იყო.