ცხოველები, რომელთაც გადაშენება ემუქრებათ
5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისში გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომელიც გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე მოგვითხრობს. საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ჟურნალ „ნეშნლ ჯეოგრაფიკის“ მიერ მოწყობილ გამოფენაზე მიწვეული იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. მათ საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ კავკასიის ფლორისა და ფაუნის ექსპონატები, რომელთა შეგროვება მეცნიერებმა მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყეს.